ახალი ამბები

დოესში, მოქალაქეს აივნიდან ლეკვი მოპარეს – ფაქტზე პოლიციას აცნობეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, მოქალაქეს სახლის აივნიდან იაგდტერიერის ჯიშის ლეკვი მოპარეს. 

როგორც ირაკლი ხეჩიკაშვილი ამბობს, საქმის გამოძიების მიზნით, მან პოლიციას უკვე მიმართა. 

“არ ვაპირებ ვინმეს დაზოგვას. საქმეში ჩართულია საგამოძიებო სტრუქტურა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გადაცემული მაქვს ლეკვის ჩიპის ნომერი და ასევე ის ნიშანი, რომელიც ლეკვს ჰქონდა”, – აღნიშნავს ირაკლი ხეჩიკაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი