ახალი ამბები

ხაშურის თოჯინების თეატრმა საერთაშორისო კონკურსზე გრან-პრი მოიპოვა

ხაშურის თოჯინების თეატრმა ხელოვნების მე-20 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე “ნარინჯისფერი ქობულეთი” უმაღლესი ჯილდო გრან -პრი მოიპოვა.

“წარმატებით დასრულდა ხაშურის თოჯინების თეატრის მონაწილეობა ქობულეთის ხელოვნების მე-20 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე “ნარინჯისფერი ქობულეთი”, თოჯინების თეატრი ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი გახდა, ხაშურის თოჯინების თეატრმა კიდევ ერთხელ ასახელა ჩვენი ქალაქი ხაშური”, – წერს ხაშურის თოჯინების თეატრი სოციალურ ქსელში. 

ფესტივალი ქობულეთში გაიმართა. 

დატოვეთ კომენტარი