ახალი ამბები

ხიდისთავში 70 წლამდე კაცი მოვალეებმა სცემეს

ხიდისთავში 70 წლამდე კაცი სცემეს. როგორც “მოზაიკას” სოფლიდან აცნობეს, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი ვალის მოთხოვნა გახდა.

“ამ ბიჭებს ამ კაცის ვალი ჰქონდათ. დაბრუნებას სთხოვდა და ამან გამოიწვია დაპირისპირება”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

 მომხდარის შესახებ ახლობლებმა პოლიციას აცნობეს.

 “პოლიციას აცნობეს, თუმცა ისინი მიიმალნენ”, – გვითხრეს სოფელში.

დატოვეთ კომენტარი