ახალი ამბები

ქარელის გიმნაზიის მოსწავლეები რექტორმა საბერძნეთში წაიყვანა

ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის X-XI კლასის მოსწავლეები, გიმნაზიის რექტორთან არქიმანდიტრ სტეფანესთან ერთად, საბერძნეთში გაემგზავრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გიმნაზია ავრცელებს. 

“დღეს დაიწყო საინტერესო მოგზაურობა გიმნაზიის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის. ჯგუფი ოთხი დღის განმავლობაში მოილოცავს საბერძნეთის სიწმინდეებს. ჩვენი ბიჭები შეძლებენ ესტუმრონ ათონის წმინდა მთას. ისინი გიმნაზიის რექტორთან არქიმანდრიტ სტეფანესთან ერთად ათონის ივერთა მონასტერში გაატარებენ დღეს”, – წერს გიმზანია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი