ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტის 10 სკოლას დირექტორის კანდიდატი არ ჰყავს

კასპის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლას დირექტორის კანდიდატი არ ჰყავს.

რესურცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იმ სკოლების მართვას, სადაც არც ერთი კანდიდატი არ დარეგისტრირდა, კვლავ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები გააგრძელებენ.

დირექტორობის კანდიდატი არ ჰყავს: აღაიანის საჯარო სკოლას, გულადეთის საჯარო სკოლას, დოესის საჯარო სკოლას, თვალადის საჯარო სკოლას, კოდისწყაროს საჯარო სკოლას,  ოკამის საჯარო სკოლას, სამთავისის საჯარო სკოლას, საქადაგიანოს საჯარო სკოლას, ქვემო ჭალის საჯარო სკოლას და წინა რეხის საჯარო სკოლას. 

დატოვეთ კომენტარი