ახალი ამბები

პოლიციელს იარაღი წააართვეს და სცემეს – რა მოხდა მეტეხში? 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში შსს-ის თანამშრომელსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

როგორც ადგილობრივები “მოზაიკას” უყვებიან, კონფლიქტის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. 

“დაპირისპირება მოხდა აქაურებსა და სტუმრად ჩამოსულ პოლიციელს შორის. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შემდეგაც დაიწყო დაპირისპირება. პოლიციელმა ჰაერში გაისროლა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

როგორც წყარო გვეუბნება. გასროლის შემდეგ, შსს-ის თანამშრომელს ადგილობრივებმა იარაღი წაართვეს და სცემეს. 

“ადგილობრივებმა წაართვეს იარაღი და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. იმდენად, რომ მისი სააავდმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. როგორც ვიცით, თავი აქვს გატეხილი”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები