ახალი ამბები

მეტეხში პოლიციელის ცემისთვის სამი პირი დააკავეს 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში პოლიციელზე ძალადობისთვის სამი პირი დააკავეს. 

ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.  “მოზაიკას” ინფორმაციით, სოფელში სტუმრად ჩასულ პოლიციის მაღალჩინოსანსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაიწყო, რომელიც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

“პოლიციელმა ცეცხლი გახსნა ჰაერში, ადგილობრივებმა წაართვეს ეს იარაღი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისეთი ნაცემი იყო, რომ საავადმყოფოში წაიყვანეს, თავი ჰქონდა გატეხილი”, – ამბობს “მოზაიკასთან” ერთ-ერთი თვითმხილველი. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს. 

პოლიციელს იარაღი წააართვეს და სცემეს – რა მოხდა მეტეხში? 

დატოვეთ კომენტარი