ახალი ამბები

“საქმე უამრავი, ანაზღაურება შეუსაბამო” – რამდენია სანიტარის ხელფასი “გორმედში”

“გორმედის” ქარელის ფილიალში სანიტრის პოზიციაზე ვაკანსიაა. საავადმყოფოს მენეჯერმა ვაკანტური ადგილის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. 

“შპს გორმედის” საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე. ერთი მორიგეობა 50 ლარი, თვეში სულ 8 მორიგეობა”, – დაწერა ზაქარია მეყანწიშვილმა. 

ზაქარია მეყანწიშვილის განცხადების მიხედვით, “გორმედში” სანიტრის თვიური ანაზღაურება 400 ლარი გამოდის. მოქალაქეთა ნაწილი კი ამბობს, რომ რეალურად საავადმყოფო სანიტრებს გაცილებით ნაკლებ თანხას უხდის. ერთ-ერთი, ვინც აღნიშნული ინფორმაცია გააჟღერა, მოქალაქე გულო გულიაშვილია.

“180 ლარს ურიცხავენ, დანარჩენს უქვითავენ. უბრალოდ მეტი გასაქანი რომ არ აქვს ხალხს, მაგის გამო იძულებულები არიან დათანხმდნენ მაგ ხელფას. “ესე არ შეიძლება ,თქვენი საქმე რომ კეთდება პირნათლად და ანაზღურება შესაბამისი არა აქვთ, საქმე უამარავი და ანაზღურება შეუსაბამო“, – აღნიშნავს გულო გულიაშვილი.

მოქალაქის პროტესტის პასუხად, “გორმედის” მენეჯერი იმეორებს, რომ სანიტრის ხელფასი ამჟამად თვეში 400 ლარია და რომ ის სექტემბრიდან კიდევ მოიმატებს. 

“ხელფასი ამ ეტაპზე 50 ლარია ერთი მორიგეობა, 4 დღეში. თვეში 8 მორიგეობა. სექტემბრიდან კიდევ მოიმატებს მთავრობის დადგენილების შესაბამისად”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი