ახალი ამბები

გორში ბრაკონიორობის ფაქტები ზედამხედველობის სამსახურის მიმდებარედ ხდება – “მოძრაობა ბრაკონიერობის წინაღმდეგ”

გორში, ახალ ხიდთან, მდინარე მტკვარზე ბრაკონიორობის ფაქტები ზედამხედველობის სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება, –  ამის შესახებ ინფორმაციას “მოძრაობა ბრაკონიერობის წინაღმდეგ ” ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს. 

“ვიდეომასალა გადაღებულია ქალაქ გორში, ე.წ. ახალი ხიდთან, გუშინ წინ ღამის 11 საათზე. პიროვნებამ, რომელმაც აღნიშნული მასალა მოგვაწოდა, გვითხრა, რომ ეს უკვე მეორე ნავი იყო, რომელმაც იმ ღამით ჩაიარა, გარდა ამისა 10-მდე შეტყობინებაა შემოსული, ბოლო ერთი თვის მანძილზე მოძრაობის გვერდზე, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე მუდმივად დადიან ბრაკონიერები ელექტროშოკური აპარატით”, – წერს მოძრაობა. 

მათი განცხადებით, ზედამხედველობის დეპარტამენტის გორის რაიონული განყოფილება სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს. 

“მთავარი ამბავი იმაშია, რომ ზუსტად ამ ლოკაციიდან, ზედამხედველობის დეპარტამენტის გორის რაიონული განყოფილება იმყობა დაახლოებით 700 მეტრში, რომელსაც აუცილებლად ჩაუვლის წინ ყოველი ნავი, რომელიც ხიდს ჩამოსცდება ან ამოვა ზუსტად მის წინ“.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი