ახალი ამბები

მდინარეზე იყვნენ საბანაოდ – რას ამბობენ მეჯვრისხევში თანასოფლელების გატაცებაზე

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ მეჯვრისხევში ამბობენ, რომ ოკუპანტებმა ადგილობრივები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. 

“საბანაოდ იყვნენ მდინარეზე. როცა დააკავეს, ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ, ე.წ. საზღვარიდან ალბათ ნახევარ კილომეტრში”, – უთხრეს “მოზაიკას” სოფელში. 

ამავე თემაზე: დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

მეჯვრისხევში ამბობენ, რომ დაკავების პროცესში, ერთ-ერთი ადგილობრივი საოკუპაციო ძალებს გამოექცათ. 

“ერთ-ერთი მათგანმა თავს გაქცევით უშველა და როგორც ვიცით, ამ დროისთვის ხუთი მეჯვრისხეველი ჰყავთ დაკავებული”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.