ახალი ამბები

მოუვლელი სკვერი თათანაანთუბანში, რომლითაც მოსახლეობა ვეღარ სარგებლობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თათანაანთუბანში მცხოვრებლები სკვერით სარგებლობას ვეღარ ახერხებენ, რადგან სივრცე მოუვლელია და გაბალახებულია. 

“ამხელა ბალახში ბავშვს ვინ შეუშვებს. სტადიონის მახლობლად კანალიზაციაა ამოხეთქილი. იმასაც წლებია გვპირდებიან გაგიკეთებთო და ისევ ისეა. 2016 წელს გაკეთდა ეს სკვერი და ბავშვები სარგებლობდნენ. ეხლა კი ასე მიტოვებულია უპატრონოდ, არავინ ინტერესდება მისი მოვლით”, – გვითხრეს სოფელში. 

თათანაანთუბანში გვითხრეს, რომ სოფელში 44 ოჯახი ცხობრობს და ბავშვებს სათამოდ სიარული მეზობელ სოფელში, სამწევრისის სპორტულ მოედანზე უწევთ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი