ახალი ამბები

ექთანი, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდაზე ჩაიჭრა, ქარელის სასწრაფო სამსახურიდან გაუშვეს

ექთანი, რომელმაც საკვალიფიკაციო გამოცდა ვერ ჩააბარა, ქარელის სასრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან გაუშვეს. 

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, მას სამსახურის უფროსმა, გამოცდის შედეგების გასაჯაროების შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების  კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განმარტავს, შრომითი ხელშეკრულება თანამშრომელთან იმ შემთხვევაში წყდება, თუ იგი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას სამჯერ ცდის და ბარიერს ვერც ერთხელ ვერ გადალახავს. 

ქვეყნის მასშტაბით, გამოცდის ჩაბარება  63 პირმა ვერ შეძლო.

შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება თანამშრომლებს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ აქვთ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები