ახალი ამბები

ხაშურის 5 სკოლას დირექტორობის კანდიდატი არ ჰყავს 

ხაშურის 5 სკოლას დირექტორობის კანდიდატი არ ჰყავს, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის რესურსცენტრის უფორმა უთხრა. 

ზვიად გოგუაძის თქმით, ცოცხნარის, ბეკამის, ბროლოსანის, ქემფერის და წაღვლის საჯარო სკოლებს დირექტორი ისევ არ ეყოლება.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის საჯარო სკოლაში ცოცხნარაში, ბეკამში, ბროლოსნში, ქემფერში და წაღვლში არც ერთი დირექტორობის მსურველი კანდიდატი არ არის, საკონკურსოდ განაცხადი არავის შეუტანია. შესაბამისად, სკოლას დირექტორი ისევ არ ეყოლება და ძველები დარჩებიან მოვალეობის შემსრულებლებად”, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი