ახალი ამბები

ხაშურის მერია მოქალაქეებს მოსალოდნელი ძლიერი წვიმის შესახებ აფრთხილებს 

ხაშურის მერია მოქალაქეებს მოსალოდნელი ძლიერი წვიმის შესახებ აფრთხილებს. 

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგგან შესაძლებელია ძლიერი”, – წერს ხაშურის მერია. 

უწყება პრობლემების შექმნის შემთხვევაში, მოქალაქეებს შემდეგ ნომრებზე დარეკვას ურჩევს:

  • 0368241502 – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი
  • 0368243557 – ა(ა)იპ “ხაშურსერვისი”
  • 0368241837; 0368242253 – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
  • 0368243029 – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.