ახალი ამბები

გორის მერიამ მტკვრის გასწვრივ, “ახლბაღამდე” ბულვარის მოსაწყობად 1 163 400 ლარი გამოყო

გორის მერიამ გურამიშვილის ქუჩაზე  საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ბულვარის მოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 163 400 ლარი გამოყო. 

საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 157 მეტრია და ის მდინარე მტვარს მიუყვება, სამეფო ქუჩიდან ახალბაღამდე.  აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე დგას სასტუმრო “გორი ინნ”.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში უნდა რეაბილიტირდეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყოს ტროტუარები, გამწვანების ზოლი, გარეგანათება, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.

ტენდერის პირობების მიხედვით სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის კალაპოტში რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობაც მიმდინარეობს. 

“მალე დასრულდება გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობაც. გამაგრებითი სამუშაოები მდინარის მარცხენა სანაპიროზე, ახალბაღიდან ძველ ხიდამდე ხორციელდება. კედლის სიგრძე 214 მეტრია”, – აღნიშნავს გორის მერია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.