ახალი ამბები

“მდინარე საცხენეთი ადიდდა და გზებზე გადმოვიდა” – რა ხდება ბოშურში 

ბოშურში ინტენსიური წვიმის გამო, მდინარეები ადიდდა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზემო და ქვემო ბოშურში. 

ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადენლის თქმით, ერთ-ერთი მდინარის ადიდების შედეგად, რამდენიმე სახლის ეზო დაიტბორა. 

“ერთ-ერთი პატარა მდინარე საცხენეთი ადიდდა და გზებზე გადმოვიდა, რამდენიმე სახლოს ეზო დაიტბორა. შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან და მალე მოგვარდება პრობლემა”, – ჯუმბერ გიგაური. 

ბოშურში უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივებიც. 

დატოვეთ კომენტარი