ახალი ამბები

გაითიშა დენი, დაიტბორა გზა და სავარგულები – უხვი ნალექი ბოშურში 

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში. 

გორის მუნიციიპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე გორის მერის მოადგილე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. 

“ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძიც. ადგილზე უკვე იმყოფებიან ენერგო პროს წარმომადგენლებიც. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ადგილზე სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

მთელი დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმის შედეგადმ დატბორილია სავარგულები და სატრანსპორტო გზის ნაწილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.