ახალი ამბები

ხაშურში მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს 

პოლიციამ ხაშურის მუნიციპალიტეტში 2 თვის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, ა.ნ. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ. – ს ნაცნობმა, 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. – მ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ა.ნ. – ც, თუმცა მან მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით ცხელ კვალზე, ხოლო ა.ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მოგვიანებით დააკავეს.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში – ალში 50 წლამდე მამაკაცს ესროლეს 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.