ახალი ამბები

“ხაშურსერვისი” ორმა მუშამ დატოვა – ა(ა)იპ ახალ კადრებს 500 ლარს სათავაზობს 

“ხაშურსერვისი” ორმა მუშამ დატოვა. როგორც ა(ა)იპ-ში ამბობენ, სასწრაფოდ ახალი თანამშრომლები სჭირდებათ, რომელთა ანაზღაურებაც 500 ლარი იქნება. 

“ამ ეტაპზე 2 მუშამ დატოვა სამსახური და ახლების დამატება მაგიტომ გახდა საჭირო. სასწრაფოდ გვესაჭიროება მუშები, სპეც მანქანების გაჩერება ისეთი საქმეა, რომ არ შეიძლება”, – გვითხრა ა(ა)იპ-ის წარმომადგენელმა. 

უწყების ცნობით, ახალ კადრებს მუშაობა 5-6 საათიანი გრაფიკით მოუწევთ. 

“მათი მოვალეობა იქნება სპეც. მანქანაზე მუშაობა, ურნების დაცლა და დასუფთავება. 5-6 საათიანი გრაფიკით მოუწევთ მუშაობა და ანაზღაურება 500 ლარი იქნება”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი