ახალი ამბები

ხაშურის მერიის ა(ა)იპ დატოვა მუშამ, რომელიც შრომის დაუფასებლობაზე ჩიოდა

ხაშურის მერიის ა(ა)იპ დატოვა მუშამ, რომელიც შრომის დაუფასებლობაზე ჩიოდა.  გიორგი კაპანაძე “ხაშურსერვისში”, დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. 

მან ჯერ კიდევ საახალწლოდ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც სამუშაო დატვირთვაზე და შეუსაბამო ანაზღაურებაზე წერდა. 

“ყოველდღე დილის 3 საათზე ვდგებით და წვიმაში და ქარში ვმუშაობთ. თქვენ არ იცით, ასეთ სირთულეში რას ნიშნავს მუშაობა. სანამ არ გამოცდით, ვერც გაიგებთ, მაგრამ მაინც გეტყვით, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ. 490 ლარს ვიღებ ხელფას. არ ვამბობ, რომ ძალიან ცოტაა, თუმცა ყველაზე დაბალი ხელფასი ჩვენ გვაქვს საქართველოში”, – წერს კაპანაძე. 

ა(ა)იპ-იდან წასვლის გადაწყვეტილება, მასთან ერთად კიდევ ერთმა მუშამ მიიღო, რის შემდეგაც, “ხაშურსერვისმა” ამ პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადა – უწყება ახალ კადრებს 500-ლარიან ანაზღაურებას სთავაზობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.