ახალი ამბები

აგარაში ქვითნაკეთი ღობიდან ქვებს იპარავენ – მოქალაქე პოლიციას სიფხიზლისკენ მოუწოდებს

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში ცენტრალურ ქუჩაზე დამცავი ქვითნაკეთი ღობიდან ქვებს იპარავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას, ფოტოებთან ერთადმ ადგილობრივი ნაზი სვანაძე ავრცელებს. 

“სკოლის წინ, ტროტუარის გასწვრივ, ქვის ღობეს ვიღაც უღირსი Შლის, აგურებს და ქვებს სახლᲨი ზიდავს. Ჩემს ბავᲨვობაᲨი გაკეთებული ღობე Ჩვენს თვალწინ ნადგურდება. ნუთუ არავინ Შეესწრო, ან პოლიცია რომ დადის ღამით,  ვერ ᲨენიᲨნეს. იქნებ ეხლა მაინც დაინტერესდეს პოლიცია და მეტი სიფხიზლე გამოიᲩინოს ამ ფაქტთან დაკავᲨირებით. ვანდალიზმია და სხვა არაფერი. რაც არ გაგიკეთებია და საზოგადოა, არც უნდა ახლო ხელი”, – წერს ნაზი სვანაძე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი