ახალი ამბები

კასპის მერია 7 პოზიციაზე კადრებს შიდა კონკურსის წესით არჩევს 

კასპის მერია 7 პოზიციაზე კადრებს შიდა კონკურსის წესით არჩევს. 

უწყებას ვაკანტური პოზიციები 5 სამსახურში აქვს და ჯამში, 9 ადამიანის შერჩევას გეგმავს. კონკურსის ტიპიდან გამომდინარე, მასში მონაწილეობა მერიაში დასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ.

  • ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის 1 უფროსი სპეციალისტი; 
  • ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის 1 უფროსი სპეციალისტი;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის 3 უფროსი სპეციალისტი
  • სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის 1 უფროსი სპეციალისტი;
  • საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საფინანსო-სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მეორე კატეგორიის 1 უფროსი სპეციალისტი;
  • ზედამხედველობის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების კონტროლის განყოფილების მეორე კატეგორიის 1 უფროსი სპეციალისტი;
  • ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მეორე კატეგორიის 1 უფროსი სპეციალისტი.

მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების ხელფასი 1 331 ლარი იქნება, ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების 1 210 ლარი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.