ახალი ამბები

გორის ტრანსპორტის სააგენტოს პიარი არც ზარებს პასუხობს და არც ინფორმაციებს ავრცელებს 

გორის ტრანსპორტის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს პირი, რომელიც სატელეფონო ზარებს და კითხვებს არ პასუხობს.  ნიკა ხაზარაშვილთან დაკავშირება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლებელია. 

თანამდებობიდან გამომდინარე, ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და საზოგადოებისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება მისი პირდაპირი მოვალეობაა და ამისთვის ამ პოსტზე მომუშავე ადამიანები ბიუჯეტიდან თვიურად 600-800 ლარს იღებენ. 

ნიკა ხაზაშვილი სააგენტოში კონკურსის გარეშე დაასაქმეს. ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოსტზე, სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჯირკველიშვილის ბრძანებით დაინიშნა. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული სააგენტოს პიარი ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებას არც სოციალური ქსელებით ცდილობს. სააგენტოს ბოლო ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 26 მაისს აქვს გამოქვეყნებული. ჯამში კი, მაისის თვეში მან სააგენტოს გვერდზე სულ 2 განცხადება გამოაქვეყნა, აპრილში – 3, ხოლო მარტში – 1. 

ამ დატვირთვით მუშაობისთვის კი, ის ბიუჯეტიდან ხელფასს ყოველთვიურად იღებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.