ახალი ამბები

ხაშურის მერიაში არ იციან, მიიღებენ თუ არა ახალ ავტობუსებს სახელმწიფოსგან

ხაშურის მერიაში არ იციან, მიიღებენ თუ არა ახალ ავტობუსებს სახელმწიფოსგან. 

“ხაშურს გადმოეცემა თუ არა ავტობუსები, რაიმე ინფორმაცია არ გვაქვს ამ ეტაპზე”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ 53 000 000 ლარად 154 ახალ ავტობუსებს შეიძენენ, რომლებსაც რეგიონებზე გადანაწილდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ წლებია, ხაშურელები მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე დაპირდა. 

“ჩვენ გვინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში იაროს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ეს ავტობუსები ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ შევეცდებით, რომ ქალაქის მერიასთან თანამშრომლობით, შემოვიყვანოთ ეს ტრანსპორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში”, – აღნიშნა ზაალ დუგლაძემ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი