ახალი ამბები

ნახევრად მიწაშია ჩაფლული – ქვემო ხანდაკში IX – X საუკუნის ძეგლი ნადგურდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში IX-X საუკუნის საყდარი მოუვლელობისგან ნადგურდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი, მიხეილ ბექაური წერს და ფოტოს აქვეყნებს. 

“ეს საყდარი ქვემო ხანდაკშია, ნახევრად მიწაშია ჩაფლული, შამბი ბალახია მოდებული. არადა, მე 9-10 საუკუნით თარიღდება. რამდენი ამბის მომსწრე იქნება? მე ასეთი საყდრების ნახვისას სულ სხვანაირ სილამაზეს ვხედავ და ვცდილობ თქვენც გაგიზიაროთ”, – წერს მიხეილ ბექაური.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები