ახალი ამბები

გორის მერია წერს, რომ მოქალაქეები მოედნებზე ახალ ინვენტარს აზიანებენ 

გორის მერია წერს, რომ მოქალაქეები სპორტულ მოედნებზე ახალდამონტაჟებულ ინვენტარს აზიანებენ. 

“ერთ-ერთ მოედანზე (სხირელის სახელობის საჭიდაო სკოლის მიმდებარედ) აღდგენითი სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე დღეში მოქალაქეებმა ახალადდამონტაჟებული ფარი დააზიანეს. გარდა ამისა, სპორტული ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ჭალის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ სპორტულ მოედანზეც”, – წერია მერიის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ამჟამად გორში საკალთბურთო მოედნების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“პროექტს ა(ა)იპ საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. სამუშაოები სპორტული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. პროექტი ითვალისწინებს კალათბურთის ფარების გამოცვლას და მოედნების დახაზვას”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

უწყება მოქალაქეებს სივრცეების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს. 

“გორის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა გაუფრთხილდეთ საერთო სარგებლობის სივრცეებს და ნუ დააზიანებთ მათ.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.