ახალი ამბები

პოლონეთში, ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ხაშურის ანსაბლმა “ფრესკა” იცეკვა 

პოლონეთის ქალაქ ტარნოვში ბავშთა დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა ხაშურის ანსაბლმა “ფრესკამაც” მიიღო. 

“ხაშურთან დამეგობრებულ პოლონეთის ქალაქ ტარნოვში ბავშვთა დღისამი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე დიდი წარმატებით წარსდგა ხაშურის მუნიციპალური მოცეკვავეთა ანსამბლი „ფრესკა“ ელენე რატიანის ხელმძღვანელობით”, – წერს ხაშურის მერია. 

უწყების ცნობით, ფრესკას გამოსვლა პოლონურ მედიაში შთამბეჭდავად შეფასდა. 

„საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ახალგაზრდა ხელოვანებმა საქართველოდან, რომლებმაც წარმოადგინეს ტრადიციული ცეკვა“, – ასე გამოეხმაურა პოლონური მედია „ფრესკას“ გამოსვლას.

ხაშურელი მოცეკვავეები ტურნეს ფარგლებში პოლონეთში კიდევ ერთ კონცერტზე იცეკვებენ.

ხაშურის მერიის ცნობით, მუნიციპალური ანსამბლი „ფრესკა“ პოლონეთში ხაშურთან დამეგობრებული ტარნოვის გმინას მიწვევით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმყოფება.

დატოვეთ კომენტარი