ახალი ამბები

გორში შადრევნები რამდენიმე დღეში ჩაირთვება  

გორში შადრევნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერის მთავარ და კასკადურ შადრევნებს უტარდება.

სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარჯაძის თქმით, ქალაქში შადრევნები რამდენიმე დღეში ჩაირთვება. 

“დაახლოებით 3 ივნისისთვის ჩაირთვება. ახლა აღდგენითი სამუშაოები მიდის.  შადრევნებში ვცვლით განათებებსაც და რამდენიმე დღე სჭირდება”, – გვითხრა გიორგი ბარჯაძემ. 

განათებების გამოცვლის გარდა, ასევე შეიღებება შადრევნები და გაირეცხება მილები. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.