ახალი ამბები

გამოფენები, ანიმატორები და კონცერტი – რა იგეგმება ბავშვთა დაცვის დღეს გორში 

გორში, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. 

მერიის ცნობით, დაგეგმილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – კონკურსი, რომელიც 15:00 საათიდან დაიწყება.

17 :00 საათიდან კი დაგეგმილია შემეცნებით- გასართობი აქტივობები. ასევე გასართობი ღონისძიებები ანიმატორების მონაწილეობით და დგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. 

დატოვეთ კომენტარი