ახალი ამბები

განათლების მინისტრმა პრეზიდენტის გამოსვლა გორში შეაფასა

განათლების მინისტრმა პრეზიდენტის გამოსვლა გორში შეაფასა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა “ქართული ოცნები” დამსახურებაა და მისი მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკა მიუღებელია. 

“ქალბატონი პრეზიდენტი თავის დროზე იყო “ქართული ოცნების” გუნდის წევრი და იგი დღეს, რომ პრეზიდენტია, სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებაა. ამიტომ მისი შეხედულებების შეფასებას არ დავიწყებთ, რა თქმა უნდა რიგ საკითხებში, მის შეფასებებს არ ვეთანხმებით, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუცია. ჩვენ მასთან ვთანამშრომლობთ კონსტიტუციის ფარგლებში და ასე გავაგრძელებთ მომავალში”, – განაცხადა განათლების მინისტრმა. 

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა და ბოდიში მოუხადა გმირების ოჯახებს. 

დატოვეთ კომენტარი