ახალი ამბები

ქარელში 26 მაისის აღნიშვნა დასრულდა – ფოტოები

ქარელში 26 მაისის აღნიშვნა დასრულდა.

ღონისძიება ქარელის კულტურის ცენტრის მიმდებარედ დაიწყო, უამინდობის გამო კი, დახურულ შენობაში გადაინაცვლა.

“ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა, სამეჯლოსო და საესტრადო ანსამბლებმა. მოსახლეობასთან ერთად საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები”, – ამბობს ქარელის მერია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები