ახალი ამბები

კასპი 26 მაისს ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტებით აღნიშნავს – დღის ანონსი

კასპის მუნიციპალიტეტის საქართველოს დამოუკიდებლობის დრეს ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტებით აღნიშნავს. 

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მერიამ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, ღონისძიებები ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდებარედ გაიმართება. 

  • 11:00 გმირთა მემორიალის თაიგულით შემკობა;
  • 11:00 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი;
  • 11:30 საკონცერტო პროგრამის გახსნა – წამყვანის მისალმება;
  • 11:45 ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“;
  • 12:00 ცეკვა ქართული;
  • 12:15 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლიტერატურული წრის მოსწავლეების მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია;
  • 12:30 კასპის სახელოვნებო სკოლის გუნდი;
  • 12:40 კასპის სალოტბარო სკოლის გუნდი;
  • 12:50 სოფელ აღაიანის ხალხურ საკრავთა გუნდი;
  • 13:10 მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლები;
  • 15:00 კასპის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი;
  • 16:00 კასპის კულტურის ცენტრთან არსებული საყმაწვილო თეატრის წარმოდგენა ,,სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები