ახალი ამბები

26 მაისს, ხაშურის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისს, ხაშურის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დილის 5 საათიდან გადაიკეტება კოსტავას ქუჩა მუზეუმიდან რკინიგზის სადგურამდე. საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს 27 მაისის 1 საათამდე.

13 საათიდან 14 საათამდე კი, საზეიმო მსვლელობის გამო, საგზაო მოძრაობაში შეფერხებები (მოკლევადიანი შეზღუდვები) იმოქმედებს რუსთაველის ქუჩაზე, დიმიტრი ყიფიანის სახელობის ცენტრალურ მოედანსა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციისთვის, ხაშურში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება. 

ამავე თემაზე: ხაშურში 26 მაისის აღნიშვნა 13:00 საათზე დაიწყება – დღის ანონსი 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.