ახალი ამბები

კავთისხევში, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს აპირკერეთებენ 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს აპირკეთებენ. 

მერიის ინფორმაციით, მუზეუმის შესასვლელში მოეწყო ბეტონის საფარი, ხოლო ეზოს მხარეს მიმდინარეობს დეკორატიული ფილების დაგება.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია მუზეუმის ფასადის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც და ამ ეტაპზე, შეღებვის წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინდ. მეწარმე დავით კოშაძე ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 870 ლარის ფარგლებში ფინანსდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.