ახალი ამბები

ხაშურში, 150-ზე მეტი ურნა შესყიდვიდან მალევე მოქალაქეებმა დააზიანეს – მერია

150-ზე მეტი ურნა შესყიდვიდან ძალიან მალევე ჩვენივე მოქალაქეების უპასუხისმგებლობას შეეწირა, – ამ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით,  ამ ცნობით საქმის კურსში იმ მოქალაქეებს აყენებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტში ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ. 

“მუნიციპალიტეტს ამ პერიოდისთვის შესყიდული აქვს 635 ერთეული ნაგვის ურნა. მათ შორის 2021 წელს 200, ხოლო 2022 წელს 100 ნაგვის ურნის შესყიდვა განხორციელდა, რაც საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარია. სამწუხაროდ, სხვადასხვა ადგილას განთავსებული ურნების მნიშვნელოვანი ნაწილი – 150-ზე მეტი ურნა შესყიდვიდან ძალიან მალევე ჩვენივე მოქალაქეების უპასუხისმგებლობას შეეწირა. მხოლოდ გასულ წელს 20-ზე მეტი ურნაა დაზიანდა იმგვარად, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია”, -წერს ხაშურის მერია. 

უწყება დაზიანებული ურნების ფოტოებსაც აქვეყნებს. 

“თითოეული დაზიანებული ნივთი ხელახალი ხარჯის გაწევას ნიშნავს, რაც შეიძლებოდა სხვა, სასარგებლო საქმის გაკეთებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. გთხოვთ, გაუფრთხილდით თქვენსავე ქონებას! წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი