ახალი ამბები

ლუკა მაისურაძის ბინის ქურდობის ფაქტზე, პოლიციამ კამერების ჩანაწერები ამოიღო

ხაშურში, მსოფლიო ჩემპიონის ბინის ქურდობის ფაქტზე, პოლიციამ კამერების ჩანაწერები ამოიღო – ამ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს. 

მეხრიშვილი მოქალაქეებს გამოძიებაში დახმარებისკენაც მოუწოდებს. 

“თუ ვინმემ რაიმე საეჭვო შენიშნეთ გუშინ, 21 რიცხვში, საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე, ძველ სპორტსოლასთან, სასეირნო ბაღის წინ, ტაბიძის ქუჩაზე, გთხოვთ, გაიხსენოთ და მომაწოდოთ ინფორმაცია ან მე ან პოლიციას”, – წერს მეხრიშვილი. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, ლუკა მაისურაძის სახლიდან წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.