ახალი ამბები

ტინისხიდში დაგებული გზით მოსახლეობა უკმაყოფილოა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტააციო სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ადგილობრივები შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოები არიან. მათი თქმით, გზა იმდენად ვიწროდაა დაგებული, რომ ველობილიკებს ჰგავს. 

“დიდი მადლობა გორის მერიას ტინისხიდში ველობილიკის გაკეთებისთვის  ახლა მოსახლეობას გვაინტერესებს როდის იქნება საავტომობილო გზა?”, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში. 

ტინისხიდში საუბნო გზების რეაბილიტაციაზე კომპანიამ “შარა” იმუშავა. ადგილზე ჯერ ისევ რჩება კომპანიის კუთვნილი ტექნიკა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ის აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ტენდერით შეარჩია და 577 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. მერიას ამ დროისთვის  162 886 ლარი (28%) უკვე გადახდილი აქვს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების დასრლების ვადა ჯერ არ ამოწურულა. 

დატოვეთ კომენტარი