ახალი ამბები

ქვენატკოცასა და ჭვრინისში მინი სტადიონები მოეწყობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში და ქვენატკოცაში მინი მეოდნები მოეწყობა. სამუშაოებისთვის შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადებულია. 

ადგილობრივი ხელისუფლება ჭვრინისში მინი მოედნის მოსაწყობად 50 272 ლარის დახარჯვას ვარაუდობს, ხოლო ქვენატკოცაში 56 601 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიებმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.