ახალი ამბები

გორის ხელოვნების სახლში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტოების გამოფენა გაიხსნა 

გორის ხელოვნების სახლში  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორის აქსელ კორტენის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, ევროპის დღის აღსანიშნავად გახსნეს. 

აქსელ კორტენის მიერ გადაღებული ფოტოები ასახავს საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებსა და სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. გამოფენაზე წარმოადგენილია ასევე ნახატები ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე და ფოტოები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბავშვებმა EUMM – ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენის სემინარის ფარგლებში გადაიღეს.

ფოტოგამოფენის დათვალიერება გორის ხელოვნების სახლში 9 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი