ახალი ამბები

აგარის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 147 სამუშაო დღეში უნდა დასრულდეს.

მერია შენობის რეაბილიტაციაში 117 000 ლარს დახარჯავს.

“ქარელის მერია ეტაპობრივად გეგმავს ქარელის, ბებნისის,კ ეხიჯვირის, მოხისის, ბრეძის, დვანის, დირბის, ბრეთის მეურნეობის და ზემო ხვედურთის ადმინისტრაციულ შენობების რეაბილიტაციას”, – განმარტავენ უწყებაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი