ახალი ამბები

ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ქალაქში მთავარ გამზირს სტალინის სახელი ჰქვია – გორის მერი 

“მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ქალაქის მთავარ გამზირს სტალინის სახელი ჰქვია”, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, უნდა გადაერქვას თუ არა სტალინის გამზირს სახელი.

გორის მერის განმარტებით, ამ დროისთვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

” ჩემი პირადი აზრია, რომ არა მაქვს ამაზე პრობლემას და ვერც ვხედავ რაიმე ცუდს, იმაში რომ სტალინის სახელობის გამზირი გვაქვს, რაც შეეხება ძეგლის დაბრუნების საკითხს, არც ეგ განიხილება”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი აქტუალური განსაკუთრებით 9 მაისს ხდება ხოლმე. უკვე წლებია სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ქალაქის მთავარ გამზირს საბჭოთა დიქტატორის სახელი გადაერქვას. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.