ახალი ამბები

ენმ-ის ხაშურის ორგანიზაციის თავჯდომარე ისევ როინ მახარობლიძე იქნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხაშურის ორგანიზაციის თავჯდომარე არ შეიცვლება და ამ პოსტზე როინ მახარობლიძე დარჩება”, – ამის შესახებ “მოზაიკას” პარტიაში უთხრეს.

როგორც ენმ-ის წევრი ეკა პაპუაშვილი გვეუბნება, ხაშურში ახალი თავმჯდომარის არჩევნები არ ჩატარდება. 

“ჩვენი პარტიის წევრებმა ისევ როინ მახარობლიძის კანდიდატურა წარვადგინეთ, სხვას თავჯდომარეობაზე სურვილი არ გამოუთქვამს”, – ამბობს ეკა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარტიაში რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების არჩევნები ტარდება, რომელიც 20 მაისამდე უნდა დასრულდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი