“ახალბაღი” იმედი გვაქვს, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლომდე გაიხსნება, – განაცხადა გორის მერმა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის თქმით, ქალაქის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია ნაპირსამაგრი სამუშაოების და პროექტში არსებული ხარვეზების გამო, გაჭიანურდა.
“კი, ვადებმა გადაიწია. რაღაც ხარვეზები იყო. ძირითადი სამუშაოები შესრულებულია. მიწისქვეშა სამუშაოებია, ძირითადად, პარკია და აქედან გამომდინარე. მოგეხენებათ, მდინარე ლიახვის ადიდების დროს, სანაპირო წაიღო. სანაპიროს გამაგრების სამუშაოები სრულდება. ასევე იყო პროექტში ცვლილებები შეტანილი და აქედან გამომდინარე”, – განმარტა გორის მერმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი დაპირებით, ახალბაღი 2022 წლის ზაფხულში უნდა გახსნილიყო, თუმცა რეაბილიტაციის პროექტი ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე: როდის დასრულდება “ახალბაღის” რეაბილიტაცია?
ამავე თემაზე: მგფ “ახალბაღის” რეაბილიტაციის ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა გახსნის თარიღს არ აკონკრეტებს