ახალი ამბები

“ხუთ ქვეყანაში ვიყავი” – გორის მერი შვებულებიდან დაბრუნდა

“ხუთ ქვეყანაში ვიყავი, ყველა ჩამოგითვალოთ?”, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, თუ სად და რამდენი ხნით იმყოფებოდა შვებულებაში. 

ხინჩეგაშვილმა განმარტა, რომ შვებულების დროს აშშ-ში არ ყოფილა და არც საქმიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

“ევროპის ქვეყნებში ვიყავი, ჩემპიონატებში ვგულშემატკივრობდი ჩვენს ბიჭებს. რაც შეეხება აშშ-ს, ამაზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, იმასთან დაკავშირებით, რომ მე თითქოს ამერიკაში ვმუშაობ და ხელშეკრულება მაქვს ამერიკულ სკოლასთან. მას შემდეგ, რაც მერი გავხდი, ეს ასე აღარ არის”, – განმარტა ხიჩეგაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შვებულება 19 აპრილს აიღო. ერთ კვირაში, შვებულებაში გავიდა გორის ვიცე მერიც. ნიკოლოზ ღვიანიშვილის საშვებულებო პერიოდი 27 აპრილიდან 3 მაისამდე გაგრძელდა.

დატოვეთ კომენტარი