ახალი ამბები

გორელი მასწავლებლები eTwinning-ის ფარგლებში, უნგრეთში გაემგზავრებიან

გორელი მასწავლებლები eTwinning-ის ფარგლებში, უნგრეთში გაემგზავრებიან. ისინი 12-14 მაისს, ქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ საერთაშორისო სემინარს „eTwinning ინოვაცია და განათლება” დაესწრებიან. 

გორის N8 საჯარო სკოლის და ურბნისის საჯარო სკოლის  კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი მარინე ჩიტაძე და სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ლალი ქურდაძე  eTwinning-ის პროგრამაში წლებია აქტიურად არიან ჩართულები და საერთაშორისო პროექტებს ახორციელებენ. 

მათ მიერ განხორციელებულ ყველა პროექტს მინიჭებული აქვს როგორც ეროვნული ასევე ევროპული ხარისხის ნიშანი. სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლას კი მინიჭებული აქვს “eTwinning School 2021-2022 “ და “eTwinning School 2023-2024“  eTwinning სკოლის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ მარინე ჩიტაძე eTwinning Ambasador-ია. 

დატოვეთ კომენტარი