ახალი ამბები

ხაშურის მერიამ თოჯინების თეატრის სახურავის და მუზეუმის დარბაზის მოწესრიგება გადაწყვიტა

ხაშურში თოჯინების თეატრის სახურავის და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია მოხდება.

ეს საკითხი განხილვის თემად ხაშურის საკრებულოს არაერთ სხდომაზე იქცა. 

“მუზეუმის დარბაზი სარემონტოა”, – თქვა ერთ-ერთ სესიაზე ნინო ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ. 

სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩასატარებლად, ხაშურის მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა უკვე დაიწყო. 

გამოცხადებულია ტენდერიც – სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაციაზე 300 000 ლარი დაიხარჯება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი