ახალი ამბები

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი სპეცტანსაცმელი აქვთ 

კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ფორმები გადაეცათ.

სააგენტოს ცნობით, სპეცტანსაცმელი სეზონურია. კომპლექტში შედის ჟილეტი, მაისური, ქუდი(კეპი), შარვალი, ქურთუკი.

“სააგენტო ზრუნავს თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნაზე და მათთვის პერიოდულად ხდება სეზონის შესაბამისი ბრენდირებული უნიფორმების შეძენა”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტანსაცმლის შესაძენად სააგენტოს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული და შპს დებსთაილისგან შეიძინა: 

  • საზაფხულო ქურთუკი -244 ცალი;
  • საზაფხულო შარვალი-163 ცალი;
  • მაისური მრგვალი ყელით-338 ცალი;
  • ჟილეტი-227 ცალი;
  • კეპი-256 ცალი.

ინფორმაციისთვის, კეთილმოწყობის სააგენტომ აღნიშნული ტანსაცმლის შესაძენად  26 399 ლარი გადაიხადა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.