ახალი ამბები

კასპელი ჯარისკაცი სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს 

კასპელი მამუკა მელაძე თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გარდაცვილი იპოვეს. 

მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი მოიკლა. აღნიშნული ვერსიის არ სჯერათ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 

“ვაჟკაცი კაცი იყო და დილას თბილსში თავის მეთაურმა მკვდარი ნახა. თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა მთელი 20 წელი და არ მჯერა, რომ თავი მოიკლა. 2 დღის წინ ვნახე ზემო ხანდაკში თავისი მოყვრის შვილი დავკრძალეთ და იქ ჩემს გვრედით. იყო არ ეტყობოდა, რომ 2 დღეში თავს მოიკლავდა. სამსახურში არავის სჯერა. მოწესრიგებული, მაგარი ოჯახი ჰქონდა. კარგად იყო და რატომ მოიკლავდა თავს ცხონებული მამუკა”, – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი. 

ზუსტი მიზეზის დადგენამდე, შსს-მ გამოძიება 115 -ე  მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.