ახალი ამბები

ბერბუკის დევნილთა დასახლებაში კანალიზაციის პრობლემის მოგვარება სურთ 

ბერბუკის დევნილთა დასახელებაში მცხოვრები მოსახლეობა კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

ადგილობრივებმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში, გვერდის “ლიახვის ხეობა” მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის დროს ისაუბრეს. 

ისინი ამბობენ, რომ წლებია ეს პრობლემა აწუხებთ, თუმცა ამ დრომდე საკითხი გადაუჭრელია. 

“თუ შესაძლებელი იქნება ბერბუკის კოტეჯებში კანალიზაციის გაკეთება დიდი მადლობლები დაგრჩებით. ეს ერთ- ერთი დიდი პრობლემაა ჩვენთან”, – წერს მაია კასრაძე. 

“ცუდი მდგომარეობა გვაქვს იმის მხრივ, რომ კანალიზაცია არ არის. ეს ძალიან შემაწუხებელია, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ამოტუმბო, რომ არ შეწუხდეს ადამიანი. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.  ეგებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება ამ გაჭირვებულ ხალხს”,  –  წერს ნანა გოგიძე ნანა გოგიძე.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ დასახლებაში საცხოვრებელი კოტეჯების აშენების დღიდან, კანალიზაცია არ გაკეთებულა. მოსახლეობა წლებია ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარებას სთხოვს. 

დატოვეთ კომენტარი