ახალი ამბები

გორში ახალი ვიდეოკამერები ჩაირთო 

გორის მუნიციპალიტეტში ახალი ვიდეოკამერები ჩაირთო. გორის მერიის ცნობით,  კამერები აფიქსირებენ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს.

“ქალაქის შესასვლელში და გასასვლელში დამონტაჟებული ვიდეოკამერები სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლასაც აკონტროლებს. დაჯარიმებული მძღოლები ჯარიმის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ. მძღოლების ინფორმირების მიზნით, აღნიშნული ტექნიკური მოწყობილობების განთავსების ადგილზე წინასწარ დამონტაჟდა საგზაო გამაფრთხილებელი აბრებიც”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 

ვიდეოკამერები ჩაირთო შემდეგ მონაკვეთებზე: 

  • გორი, შუქნიშნებთან;
  • გორის, ცხინვალის გზატკეცილი #4;
  • ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-3 კმ (ავტობანის კვანძის მიმდებარედ);
  • ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-6 კმ (კარალეთის მიმდებარედ);
  • ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-9 კმ (კარალეთის მიმდებარედ);
  • ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-13 კმ (ძევერის მიმდებარედ);
  • ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-17 კმ (ტყვიავის მიმდებარედ);
  • ბერბუკის მიმდებარედ;
  • ხელთუბნის მიმდებრედ;
  • ხიდისთავის გასასვლელის მიმდებარედ;
  • უფლისციხის მიმდებარედ.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.